მოგესალმებით,
რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური და გაიაროს რეგისტრაცია - შეიტანოს პირადი ინფორმაცია, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები.
4 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ დარეგისტრირდება - ვერ შეცვლის პირად მონაცემებს, მითითებულ საგამოცდო ქალაქს, თუმცა
15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება და საგნის შეცვლა.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (15 აპრილი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.
აბიტურიენტს არაერთხელ შეუძლია შეცვალოს საკუთარი არჩევანი, ანუ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი.
ეს შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში
დაგვიკავშირდით: (032) 2473333
ან მოგვწერეთ: onlineregistration@naec.ge
გისურვებთ წარმატებას!
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე
მოგესალმებით,
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების
გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
აბიტურიენტებს არ შეუძლიათ ჩასაბარებელი საგნების, გამოცდის ენისა
და საგამოცდო ქალაქის შეცვლა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში
დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (32)2473333
ან მოგვწერეთ:
onlineregistration@naec.ge
გისურვებთ წარმატებას!