მოგესალმებით,

რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი საგნის ღირებულებაა 10 ლარი) და გაიაროს რეგისტრაცია ამ გვერდზე მოცემული მითითებების შესაბამისად.

10 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელს შეუძლია ცვლილებების შეტანა საგანთა ჩამონათვალში, ასევე საგამოცდო ქალაქის შეცვლა.

ამასთან, აბიტურიენტებს, რომლებმაც გადაიხადეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.

გაითვალისწინეთ, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, გარდა დამამთავრებელი (მე-12) კლასისა.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეუძლიათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2473333
ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: onlineregistration@naec.ge

გისურვებთ წარმატებას!

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე


სისტემაში შესვლა

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად ან შესაცვლელად შეიტანეთ
პირადი ნომერი
გამოსახულება
Show another codeგანახლება
გაგრძელება
სისტემაში შესასვლელი პაროლის მიღება
   
პირადი ნომერი
პირადი ნომერი (გაიმეორეთ)
Captcha image
Show another codeგანახლება
დიახ
   







ჩაწერეთ პირადი ნომერი, რომელიც მიუთითეთ პაროლის მოთხოვნის დროს,
სისტემაში შესასვლელი პაროლის შეხსენება
   
პირადი ნომერი
    
Captcha image
Show another codeგანახლება
დიახ