შეთანხმება აპლიკანტსა და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულ ცენტრს შორის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე ელექტრონული ფორმით რეგისტრაციისას და შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად
სრულყოფილად უნდა გაეცნოთ რეგისტრაციის წესებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემოთავაზებებს/მოთხოვნებს და დაადასტუროთ მათი გაცნობა.
არავის გადასცეთ სისტემაში შესვლისათვის საჭირო პირადი ინფორმაცია! სარეგისტრაციო მონაცემებში ნებისმიერ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირს,
რომელიც დარეგისტრირებულია სისტემაში!
თქვენი შედეგები, პერსონალურ მონაცემთა დაცვით, გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე:
www.naec.ge.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში (მოთხოვნა შეიძლება სატელეფონო შეტყობინებით,
ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა სახის შეტყობინებით) ვალდებული ხართ,
დადგენილ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.