მოგესალმებით,
რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა.
აბიტურიენტებს საგამოცდო საფასურის (არანაკლებ ერთი გამოცდის) გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 11 მაისის 18:00 საათამდე.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, საგამოცდო საგნები და საგანმანათლებლო პროგრამები. საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს ველი - სპეციალური პირობა.
რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, სარეგისტრაციო განაცხადში მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2473333
ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: onlineregistration@naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
მოგესალმებით,
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების
გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
აბიტურიენტებს არ შეუძლიათ ჩასაბარებელი საგნების, გამოცდის ენისა
და საგამოცდო ქალაქის შეცვლა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში
დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (32)2473333
ან მოგვწერეთ:
onlineregistration@naec.ge
გისურვებთ წარმატებას!