მოგესალმებით,
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2473333 ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: onlineregistration@naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის როგორც უმაღლესი, აგრეთვე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
პროგრამების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიეთ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (32)2473333 ან მოგვწერეთ: onlineregistration@naec.ge გისურვებთ წარმატებას!